Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილმა 57 პატიმარი შეიწყალა

უცნობია შეწყალებულთა შორის არიან თუ არა ქალები და არასრულწლოვნები.
უცნობია შეწყალებულთა შორის არიან თუ არა ქალები და არასრულწლოვნები.

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 59 ადამიანი შეიწყალა, მათგან 57 მსჯავრდებული იყო, ორს კი ნასამართლობა მოეხსნა. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“, - წერია განცხადებაში.

მასში არ არის დაკონკრეტებული, შეწყალებულთა შორის არიან თუ არა ქალები და არასრულწლოვნები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG