„ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო“, - წერია განცხადებაში.
ბრიფინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ იგეგმებოდა, 28 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა აშშ-ში უამინდობაა. ძლიერი თოვლით გამოწვეული მიზეზებით დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. ასევე, გადაიდო და გაუქმდა ათასობით რეისი.
გასული წლის 4 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ იხილა BBC-ის მიერ მომზადებული მასალა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებული საეჭვო ნივთიერების შესახებ, ჰელსინკის კომისიამ საქართველოში „კამიტის“ გამოყენებაზე ინფორმაციის გადამოწმება და პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.
ფორუმი