რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა სახელმწიფო ტელერახ „როსია 1“-ს 28 იანვარს განუცხადა, რომ თუ ზელენსკი პუტინთან შესახვედრად მზად არის, მას კვლავ იწვევენ მოსკოვში.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დღეს, 30 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია ისევე, როგორც მასთან კიევში შეხვედრა: „მეც შემიძლია ის კიევში მოვიწვიო, ჩამოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ. თუ, რა თქმა უნდა, გაბედავს“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასასრულებლად მზად არის ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც იმუშავებს, მაგრამ ეს შეუძლებელია მოსკოვსა და ბელარუსში, რადგან ერთი ომის დამწყები აგრესორია, მეორე კი მისი პარტნიორი.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 29 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ხელმეორედ მიწვევაზე რეაქცია არ ჰქონია. 2025 წლის სექტემბერში პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება არასდროს გამოურიცხავს და თუ ის მზად არის, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
1 თებერვალს უნდა გაგრძელდეს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება.
ამ ფორმატით პირველი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
ფორუმი