Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს-ანჯელესში „გრემით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

რეპერი Bad Bunny „გრემის“ მფლობელი გახდა წლის საუკეთესო ალბომისთვის
რეპერი Bad Bunny „გრემის“ მფლობელი გახდა წლის საუკეთესო ალბომისთვის

ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული მუსიკალური პრემიით, „გრემით“ დაჯილდოების 68-ე ცერემონია.

2025 წლის წლის საუკეთესო ალბომად გამოცხადდა პუერტო-რიკოელი რეპერის, Bad Bunny-ს(ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო) ალბომი Debi Tirar Mas Fotos. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი ჯილდო მთლიანად უცხო ენაზე, ესპანურად შესრულებული კომპოზიციების ალბომმა მიიღო.

„ICE out", - განაცხადა ცერემონიაზე გამოსვლისას Bad Bunny-მ. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის(ICE) ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ ამ მოწოდებას დარბაზში ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით შეხვდნენ.

ICE არაერთ შტატში ატარებს ოპერაციას იმიგრანტების გამოსავლენად და მათი დეპორტაციისთვის, რაც საზოგადოებრივ პროტესტს იწვევს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით მოქმედი სამსახურის ფედერალურმა აგენტებმა ბოლო ხანს ორი ადამიანიც მოკლეს.

Bad Bunny-ს ალბომი Debi Tirar Mas Fotos, რომელიც 2025 წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს, მთლიანად ესპანურად შესრულებული კომპოზიციებისგან შედგება
Bad Bunny-ს ალბომი Debi Tirar Mas Fotos, რომელიც 2025 წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს, მთლიანად ესპანურად შესრულებული კომპოზიციებისგან შედგება

„გრემის“ ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა რეპერ კენდრიკ ლამარის და მომღერალ SZA-ს(სოლანა იმანი როუ) კომპოზიციამ Luther. კენდრიკ ლამარმა „გრემი" მიიღო საუკეთესო რეპ-ალბომისთვისაც. მან სულ ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო ვოკალურ პოპ-ალბომად აღიარეს ლედი გაგას MAYHEM, ხოლო წლის სიმღერად - ბილი აილიშის Wildflower.

ლედი გაგა „გრემით“ დაჯილდოების 68-ე ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 1 თებერვალი.
ლედი გაგა „გრემით“ დაჯილდოების 68-ე ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 1 თებერვალი.

„გრემი“ აშშ-ის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა, რომელიც რამდენიმე ათეულ ნომინაციაში გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1959 წელს გაიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG