Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ხუთი ადამიანი დააკავეს რუსეთში საქონლის უკანონო ექპორტის გამო

გერმანიის უზენაესი სასამართლო. კარლსრუე, 15 აპრილი, 2020.
გერმანიის უზენაესი სასამართლო. კარლსრუე, 15 აპრილი, 2020.

ორშაბათს, 2 თებერვალს, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში თავის ვებსაიტზე გამოაცხადა ხუთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, რომლებსაც სანქციების დარღვევით შეჰქონდათ საქონელი რუსეთში.

პროკურატურის განცხადებაში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, ნათქვამია, რომ ყველა დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელთაგან ორს ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო ერთს - უკრაინისა.

დაკავებები მოხდა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ლიუბეკში. ჩხრეკა ჩატარდა გერმანიის რამდენიმე ქალაქში. იტყობინებიან, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ვრცელდებ ცნობები, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე ნიკიტა ს., მენეჯერი და ერთადერთი მფლობელია ლიუბეკში მდებარე იმ კომპანიისა, რომელიც რუსეთის მრეწველობისთვის ფარულად ყიდულობდა საქონელს და ქვეყანაში ის ევროკავშირის სანქიცების დარღვევით შეჰქონდა.

ასევე, სავარაუდოდ, მას მაღალი თანამდებობა ეკავა რუსულ კომპანიაში, რომელიც სანქციების დარღვევის სქემაში იყო ჩართული. საერთო ჯამში გამომძიებლებმა დააფიქსირეს ამ სქემით რუსეთში სანქცირებული საქონლის დაახლოებით 16 000 გადაზიდვა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა. საქონლის მიმღებები, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები იყვნენ, მათ შორის სანქცირებული თავდაცვის მრეწველობიდან კომპანიები.

მოსალოდნელია, რომ 3 თებერვალს სასამართლო ოთხ დაკავებულს წინასწარ პატიმრობაში გაგზავნის. სასამართლო ასევე გადაწყვეტს მეხუთე პირის ბედს, რომელიც დროებითი ორდერით არის დაკავებული დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

პროკურატურის განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რუსეთში გადაზიდულ რა საქონელზეა ლაპარაკი და რომელ ქვეყნებში იყო რეგისტრირებული შუამავალი ფირმები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG