ვიზიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ჯარებმა კიევზე და უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს მასირებული შეტევა, რომლის მთავარი სამიზნე, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ენერგოობიექტები იყო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე მემორიალთან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის და ნატოს გენერალური მდივანი პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ უკრაინელ მებრძოლებს.
დღესვე მარკ რიუტე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პარლამენტის სხდომაზე. ნატოს გენერალურმა ილაპარაკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
3 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის დროს უკრაინის მეზობელმა, ნატოს წევრმა პოლონეთმა თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გამანადგურებლები გაგზავნა. მსგავსი ზომების მიღება პერიოდულად უწევს უკრაინის კიდევ ერთ მეზობელს, ნატოს წევრ რუმინეთსაც.
ფორუმი