Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი ელოდება ირანთან მოლაპარაკებებს, რათა გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება

6 თებერვალს ომანში გაიმართება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკება.

Reuters-ის თანახმად, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, 5 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება 6 თებერვალს. ომანში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპისთვის ნათელს გახდის, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა, რეგიონში აშშ-ის დიდი სამხედრო ძალის თავმოყრის ფონზე.

„სანამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მინდა შევახსენო ირანის რეჟიმს, რომ პრეზიდენტს, როგორც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების მთავარსარდალს, დიპლომატიის გარდა, მრავალი ბევრი ვარიანტი აქვს“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG