შეხვედრიდან მან გამოყო ჯეი დი ვენსი, რომელმაც მისივე თქმით, "კარგი სიტყვები არ დაიშურა" და ილია მეორეც ახსენა ყაველაშვილთან საუბრისას.
"იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებზე, სხვათაშორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული ჩვენი ქვეყნის ესეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცეპრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა, სხვათაშორის და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა" -თქვა ყაველაშვილმა.
მისი განცხადებების ფონია აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან შეწყვეტილი სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც ქართული ოცნების მთავრობის ბოლო წლების პოლიტიკით არის განპირობებული და მცდელობები ამ გაწყვეტილი ურთიერთობების განახლების. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "სუფთა ფურცლიდან" ურთიერთობების დასაწყებად მზად არიან.
ფორუმი