Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გაყინული კუს ტბა - საარქივო ფოტო
გაყინული კუს ტბა - საარქივო ფოტო

8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, 9 თებერვალს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG