რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ჩაბნელებული საცხოვრებელი უბანი. 2026 წლის 3 თებერვალი (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ შეცვალა გადაწყვეტილება, რომელიც გათბობით მომარაგების შეწყვეტის გამო ქალაქ ბელგოროდიდან ბავშვებისა და მარტოხელა პენსიონერების ევაკუაციას ეხებოდა.
რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 9 თებერვალს დილით გამოაცხადა, რომ ენერგეტიკოსების „გმირული ძალისხმევით” ბელგოროდში გათბობის მიწოდება აღდგა.
მაშინ, როცა რუსეთის ჯარები დიდი ხანია ანადგურებენ უკრაინის ენერგოობიექტებს და ამ ზამთარშიც, ძლიერი ყინვის პირობებში მკაცრად შეზღუდულია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება, რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ.
8 თებერვალს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ბელგოროდში გათბობის გარეშეა ასეულობით მრავალბინიანი სახლი და ათეულობით სკოლა, საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა, ამიტომ სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებს მიმართა, განაცხადები წარადგინონ და ბავშვებს სხვა რეგიონებში გადაიყვანენ. ევაკუაცია შესთავაზეს მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა პენსიონერებსაც.
ბრძოლა ენერგორესურსებისთვის: რუსეთში ბელგოროდი ჩაბნელდა, უკრაინა კი კიევის თბოელექტროსადგურის დაზიანებას აჩვენებს
1/10კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურის ნანგრევები, რომლებიც 4 თებერვალს უცხოელი დიპლომატებისთვის ობიექტზე მოწყობილი ტურის დროს დააფიქსირეს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
2/10რუსეთი ამ ზამთარს დარნიცის ელექტროსადგურს ხუთჯერ დაესხა თავს. ბოლო დარტყმა 3 თებერვალს იყო, როდესაც ობიექტის მიმართულებით ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
3/104 თებერვალს დაზიანებული სადგური სამოცმა უცხოელმა დიპლომატმა დაათვალიერა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი პერებიინისის განცხადებით, ვიზიტი იმისთვის მოეწყო, რომ უკრაინის მოკავშირეებმა „საკუთარი თვალით ნახონ, რას სჩადის აგრესორი სახელმწიფო და ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებში ჩაიტანონ“.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
4/10ოფიციალური პირების თქმით, სადგურს, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად განადგურებულია, „საკმაოდ დიდი დრო“ დასჭირდება აღსადგენად, რათა კიევის მცხოვრებლებისთვის სითბოს მიწოდება კვლავ შეძლოს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
5/10სარესტავრაციო სამუშაოები 4 თებერვალს.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
6/10ელექტროსადგურის დირექტორის თქმით, სარესტავრაციო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლის ყინვა.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
7/10ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში 1100-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია, რომელიც კიევს ბოლო წლების განმავლობაში გამოუვლია.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
8/10„ზიანი და ნგრევის მასშტაბები უბრალოდ შოკისმომგვრელია“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ჰაიკო თომსმა, ტურის განმავლობაში. „ამას გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია დამატებითი მხარდაჭერის მოზიდვა. ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ გზა ამ ომის დასასრულებლად, რომელიც მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ რუსეთს ასე სურს“.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
9/10ქუჩა ბელგოროდში, რუსეთი. გადაღებულია 3 თებერვალს.
Reuters-ის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბელგოროდი ასევე ელექტროენერგიის გათიშვის წინაშე დგას. ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა ქალაქის ენერგოობიექტები ამოიღეს მიზანში.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
10/10საცხოვრებელი კორპუსი ბელგოროდში, შებინდებისას, 3 თებერვალს. რუსულ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მხრიდან ქალაქის ენერგოსისტემაზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. ეს, სავარაუდოდ, შურისძიებაა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოქსელზე მიმდინარე დარტყმების გამო.
4 თებერვალს, კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურზე რუსეთის ბოლო დარტყმის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს ობიექტზე ტური მოუწყეს.
იმავე დღეს რუსეთიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ დასავლეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ელექტროენერგია გაითიშა.
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე
Previous slide
Next slide
გუბერნატორ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 9 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ბელგოროდში გათბობა დიდწილად აღდგენილია, ჯერჯერობით მომარაგების გარეშე რჩება მხოლოდ 61 სახლი და რამდენიმე სკოლა, საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა და მათთვის გათბობის მისაწოდებლად მუშაობა გრძელდება, ამიტომ რეგიონიდან „გუშინ დასახელებული კატეგორიების გასვლის საჭიროება“ აღარ არის.
რუსეთის ბელგოროდის ოლქს სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრებიან უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქები. ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინის საზღვრამდე 42 კილომეტრია.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 8 თებერვალს კიევის საავიაციო ინსტიტუტის სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს პასუხი „სარკისებრი“ არ არის, რადგან უკრაინას გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს.
რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წლიდან, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი