მისი განმარტებით, "ცალსახაა", რომ არ გაიყიდება თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსები, "გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი."
ასევე არ იგეგმება სამედიცინო უნივერსიტეტის შენობები, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს მის ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ.
განათლების სადავო რეფორმა, რომელიც სამთავრობო კომისიამ ათთვიანი მუშაობის შემდეგ შეიმუშავა და რომელსაც აკადემიურ სფეროში მღელვარება და წინააღმდეგობა მოჰყვა, სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობს უნივერსიტეტების შენობების გასხვისებას საინვესტიციო პროექტებისთვის.
ტექნიკურ უნივერსიტეტს მხოლოდ თბილისში 12 სასწავლო და ერთი გადამზადების კორპუსი აქვს. ასევე ფლობს და მართავს ათობით შენობებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ფორუმი