Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: აშშ ჰამასს ეტაპობრივად განიარაღებას მოსთხოვს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. პარიზი, 6 იანვარი, 2026.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. პარიზი, 6 იანვარი, 2026.

The New York Times-ის ცნობით, ამერიკული სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს რადიკალური დაჯგუფება ჰამასის (რომელსაც აშშ, ევროკავშირი და ისრაელი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ) თანდათანობით განიარაღებას. თავდაპირველად შეერთებული შტატები ჰამასს მოსთხოვს, უარი თქვას იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

გაზეთის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ხელმძღვანელობით, ჯგუფი ამ წინადადებას უახლოეს კვირებში წარუდგენს ჰამასს. ჯგუფის წევრებს მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღის შენარჩუნების უფლება მიეცემათ. თუ ეს წინადადება მიღებულ იქნება, მაშინ, The New York Times-ის ცნობით, ეს წინადადება ღაზაში ჰამასის მონოპოლიას შეარყევს.

არც ისრაელსა და არც ჰამასის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ინფორმაციაზე. ისრაელი ოფიციალურად მოითხოვს ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანისა და იქ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგების წინაპირობად ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას. ჰამასმა საჯაროდ არ უპასუხა განიარაღების მოთხოვნას. ისრაელის ოფიციალური პირების შეფასებით, ღაზაში ჰამასის მიერ იარაღის შესანახად და თავშესაფრებისთვის გამოყენებული მიწისქვეშა გვირაბების ნახევარზე მეტი რადიკალური დაჯგუფების მფლობელობაში რჩება.

დაახლოებით ერთი თვის წინ, სტივ უიტკოფმა ღაზის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა. დემილიტარიზაცია ამ გეგმის მთავარი ელემენტია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG