Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი: 2025 წელს რუსეთსა და უკრაინაში თითქმის 3000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა. დეკემბერი, 2025 წელი
დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა. დეკემბერი, 2025 წელი

2025 წელი 2022 წლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკვდილო იყო, წერს თავის ანგარიშში „კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი“(CIT).

CIT-ის მოხალისეთა გუნდის მონაცემებით, ფრონტის ხაზის ორივე მხარეს მინიმუმ 2 919 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის 96 ბავშვი) დაიღუპა, ხოლო 17 775 დაიჭრა (მათ შორის 1000 ბავშვი). დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 20 694 შეადგინა. 2024 წელთან შედარებით, დაღუპულთა რიცხვი 12%-ით გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 25%-ზე მეტით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში სიკვდილიანობისა და დაშავების 79% უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოხდა.
იქ CIT-მა 2025 წელს 16300 მსხვერპლი დააფიქსირა (2348 მოკლული და 13952 დაჭრილი).

უკრაინის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე
მსხვერპლის რიცხვია 2 049-ს (298 დაიღუპა და 1751 დაიჭრა), ხოლო რუსეთში - 2 345 (273 დაიღუპა და 2072 დაიჭრა). 2025 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებსა და რუსეთის ტერიტორიებზე დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა, ხოლო კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, პირიქით, 35%-ით გაიზარდა.

2025 წელს ყველაზე სასიკვდილო თავდასხმებს შორის CIT-ი გამოყოფს უკრაინის ქალაქებზე - ტერნოპილზე, სუმიზე, კრივოი-როგზე, კიევსა და დნეპროპეტროვსკზე - რუსეთის სარაკეტო დარტყმებს.

CIT-ი დაასკვნის, რომ მართვადი ზუსტი საბრძოლო მასალის გავრცელება არ ამცირებს მსხვერპლს. თუ 2025 წლის ტენდენციები - დრონების გამოყენების ზრდა და საჰაერო იერიშები - გაგრძელდება, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 2026 წელსაც გაიზრდება, ადგილზე არსებული ვითარების მიუხედავად.

ინფორმაციის შეგროვებისას, CIT-ი ძირითადად ეყრდნობა ოფიციალური პირების (და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაციების წარმომადგენლების) განცხადებებს, აგროვებს ფოტო და ვიდეო მასალას მედიასაშუალებებიდან და Telegram-ის არხებიდან და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ახდენს დარტყმების ადგილების გეოლოკაციას.

CIT-ი ხაზს უსვამს, რომ ვერ იძლევა გარანტიას, რომ ყველა ინციდენტი 100%-ით შევა მონაცემთა ბაზაში, განსაკუთრებით თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ არის გავრცელებული.


ფორუმი

XS
SM
MD
LG