ცნობით, მფრინავებმა და ბორტგამცილებლებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს საპენსიო დავის გამო.
აეროპორტების ვებსაიტების მიხედვით, განსაკუთრებით დაზარალდნენ ფრანკფურტის, ბერლინის, ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტები, თუმცა მიუნხენის რეისების უმეტესობა დაგეგმილ დროს განხორციელდა.
Lufthansa-მ დაგმო გაფიცვა და მისი „უკიდურესად მძიმე და არაპროპორციული ზემოქმედება“ მგზავრებზე.
კომპანიამ განაცხადა, რომ დაზარალდნენ მისი მთავარი ავიაკომპანიები Lufthansa, ასევე Eurowings-ი, Discover Airlines-ი და სატვირთო ოპერაციები.
„Lufthansa ყველაფერს აკეთებს მგზავრებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, - აცხადებს კომპანია.
პილოტების პროფკავშირმა (VC) და ბორტგამცილებლების პროფკავშირმა (UFO) თავის წევრებს გაფიცვისკენ მოუწოდეს 10 თებერვალს.
პილოტები საპენსიო შეღავათების გაუმჯობესებას ითხოვენ, ხოლო UFO-მ განაცხადა, რომ მისი წევრები Lufthansa-ს CityLine შვილობილი კომპანიის დახურვის გეგმებისა და მენეჯმენტის „კოლექტიური სოციალური გეგმის მოლაპარაკებაზე უარის“ გამო გაიფიცნენ.
Lufthansa-მ ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ CityLine-ის ოპერაციები და პერსონალი ახალ შვილობილ კომპანიაში გადაინაცვლებდა, და რომ ვალების მართვის მიზნით ხარჯების შემცირება სჭირდებოდა.
სექტემბერში Lufthansa-მ განაცხადა, რომ 4 ათას სამუშაო ადგილს, ანუ თავისი სამუშაო ძალის დაახლოებით ოთხ პროცენტს, შეამცირებდა.
ევროპის უდიდესი საავიაციო კომპანიის Lufthansa-ს ჯგუფში ასევე შედიან ისეთი ავიაფირმები, როგორიცაა Swiss-, Austrian Airlines-ი და Brussels Airlines-ი;
გერმანელი მფრინავებისა და ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო თითქმის 800 რეისი გაუქმდა
გერმანიაში 12 თებერვალს თითქმის 800 საჰაერო რეისი გაუქმდა, რამაც ზემოქმედება იქონია დაახლოებით 100 ათას მგზავრზე, განაცხადა Lufthansa-მ.
ფორუმი