Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ტრამვაის გასაყვანად ₾416 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

ბერლინის ტრამვაი - საილუსტრაციო ფოტო
ბერლინის ტრამვაი - საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ დღეს, 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ამ ხაზმა დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დააკავშიროს.

  • ტენდერის ღირებულება უცვლელია - გამარჯვებულ კომპანიას 7,5 კმ სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში 416 592 000 ლარს გადაუხდიან. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული შემადგენლობების შეძენა.
  • წინა ტენდერი შეწყდა - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადარგვა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.
პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე უნდა გაიყვანონ.
პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე უნდა გაიყვანონ.

თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე ისაუბრა.

ტრამვაის დაბრუნებამდე კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერის უკვე მესამე ვადით არის, ისაუბრა მიწისზედა მეტროზე, რომელსაც სამგორი ლილოს დასახლებასთან და აეროპორტთან უნდა დაეკავშირებინა. 2018 წლის ეს დაპირება არ შესრულებულა.

გარდა ამისა, იყო სხვა დაპირებებიც:

  • მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრსა“ და „მარჯანიშვილზე“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა - არც ეს დაპირება შესრულდა.
  • თბილისის მერიას უკვე გადაეცა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ავტობაზის მშენებლობა, რომელითაც ეს ტრანსპორტი ხაზებზე უნდა გავიდეს, ჯერ არ დასრულებულა - ვადამ რამდენჯერმე გაიდაიწია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG