მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უნდა ამოძრავდეს“, თუმცა არ განუმარტავს, რა იგულისხმა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს უკრაინაში არჩევნების ჩატარებისა და ომის დასრულების პერსპექტივებზე.
„ზელენსკის მოუწევს, ამოძრავდეს. რუსეთს სურს გარიგება და ზელენსკის მოუწევს, ამოძრავდეს. სხვაგვარად ის შესანიშნავ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. ის უნდა ამოძრავდეს,“ უპასუხა ტრამპმა.
რუსეთი აცხადებს, რომ ომის შეწყვეტის პირობაა უკრაინის ჯარების გაყვანა დონბასის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის იმ რაიონებიდან, რომლების ოკუპაციაც არ მოუხდენია რუსეთს. უკრაინა ამ პირობებს მიუღებელს უწოდებს, მაგრამ ზელენსკი არ გამორიცხავს ტერიტორიების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას.
დასავლელი ჟურნალისტების თანახმად, ტრამპი უარს ამბობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე იმ მომენტამდე, სანამ კიევი მოსკოვს ომის დასრულების შესახებ არ შეუთანხმდება. თავის მხრივ, უკრაინა დაბეჯითებით ითხოვს, რომ ნებისმიერი შეთანხმების პირობა უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.
წარსულში ტრამპს უკრაინა არაერთხელ დაუდანაშაულებია უკრაინას, რომ სწორედ მან „დაიწყო ომი“, თუმცა ეს განცხადება ფაქტებს ეწინააღმდეგება.
ფორუმი