Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სალამ“: ე.წ. განათლების რეფორმით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა ბუნდოვანი ხდება

ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მუშაობს.
ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მუშაობს.

სათემო ორგანიზაცია „სალამ“, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობს, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმით ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება.

1+4 პროგრამა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, უმაღლესი განათლების მიღებამდე უნივერსიტეტებში ჩართული არიან 1+4 პროგრამაში: პირველი წელი ეუფლებიან ენას, დანარჩენი ოთხი წელი კი პროფესიას.

„სალამ“ აცხადებს, რომ „განათლების რეფორმით“ გაურკვეველი რჩება ამ პროგრამაში ჩართული და მომავალი ბენეფიციარების ბედი:

  • ვინც წარმატებით ასრულებს ამ კურსს, არ ფლობს ინფორმაციას, უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის შესახებ;
  • არც მომავალმა ბენეფიციარებმა იციან, რა პირობებში შეძლებენ განათლების მიღებას.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ განათლების სისტემაში ინკლუზიურობის შემცირება გააღრმავებს სოციალურ უთანასწორობას და დაასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა შეზღუდოს, არამედ გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შესაძლებლობები“, - აცხადებს „სალამ“.

„განათლების რეფორმის“ შესახებ

გასული წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა. კონცეფციის მიხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება, საუნივერსიტეტო ცენტრები კი უნდა მოეწყოს თბილისსა და ქუთაისში.

ამ რეფორმის მიხედვით, ფაკულტეტებისა და მიმართულებების დიდი ნაწილი უქმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთ-ერთი უნივერსიტეტი, რომელიც 1+4-ს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG