Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი აშშ-ის ელჩს გამოიძახებს ულტრამემარჯვენე აქტივისტის სიკვდილის გარშემო კომენტარების გამო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გაეროში გამოსვლისას. 28 აპრილი, 2025 წელი (არქივი)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გაეროში გამოსვლისას. 28 აპრილი, 2025 წელი (არქივი)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ ის დაიბარებს აშშ-ის ელჩს საფრანგეთში, ჩარლზ კუშნერს, გასულ კვირას ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო „ძალადობრივი რადიკალური მემარცხენეობის“ როლი რადიკალი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის, ცემაში და მოუწოდა საფრანგეთს, დამნაშავეების „მართლმსაჯულების წინაშე” წარდგენისკენ.

„ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ პოლიტიკურ ოპორტუნიზმს ამ დრამასთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგული ოჯახის ტრაგედიაა“, - განაცხადა ბარომ ფრანგულ მედიასაშუალებებთან, France Info-სთან, France Inter-თან და Le Monde-თან ინტერვიუში. მან დასძინა, რომ ასევე წამოჭრის აშშ-ის სანქციების თემას ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფრანგი მოსამართლის, ნიკოლა გილუს მიმართ და ეს ზომები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიასა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმად შეაფასა.

გაზეთი „ტრიბუნი“ 21 თებერვალს საღამოს იტყობინებოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა და სთხოვა ბრეტონისა და გილუს მიმართ სანქციების მოხსნა.

Reuters-ის თანახმად, საფრანგეთში აშშ-ის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ განაცხადეს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ საქმეს და X-ზე გაფრთხილება გამოთქვეს, რომ „ძალადობრივი რადიკალური მემარცხენეობა იზრდება“ და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებისთვის საშიში ხდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG