ინციდენტის დროს, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, დაახლოებით ღამის 1:30 საათზე მოხდა, ტრამპი ვაშინგტონში იმყოფებოდა.
„შეიარაღებული კაცი დღეს დილით ადრე მარ-ა-ლაგოს დაცულ პერიმეტრში უკანონოდ შეჭრის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა და პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა მოკლეს“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ენტონი გულიელმიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეჭვმიტანილი, 20 წლამდე ასაკის მამაკაცი, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ჩრდილოეთის მხარეს, ჭიშკართან შენიშნეს. მას, როგორც ჩანს, თოფი და საწვავით სავსე კანისტრა ეჭირა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აგენტებმა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. არცერთი ამერიკელი ოფიცერი არ დაშავებულა.
ტრამპი რამდენიმე მკვლელობის შეთქმულების ან მცდელობის სამიზნე გახდა.
ამ თვის დასაწყისში, 59 წლის რაიან რაუთს, რომელმაც 2024 წლის სექტემბერში, აშშ-ის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ფლორიდის გოლფის მოედანზე პრეზიდენტის მკვლელობა დაგეგმა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
რაუთის მიერ დაგეგმილი თავდასხმა ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან ორი თვის შემდეგ განხორციელდა - პენსილვანიაში 20 წლის მეთიუ კრუკსმა მიტინგის დროს რამდენჯერმე გაისროლა, ერთ-ერთი ტრამპს მარჯვენა ყურში მოხვდა.
ეს თავდასხმა ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. კრუკსს მაშინვე ესროლეს და მოკლეს უსაფრთხოების ძალებმა. მისი მოტივი უცნობი დარჩა.
ფორუმი