მედიასაშუალებები დაღუპულთა სახელებს და გვარებს მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად ადგენენ საფლავების შესწავლის და საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების გადამოწმებისა და შედარების საფუძველზე.
დაღუპულთა გვარებს საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ასახელებენ რუსეთის რეგიონებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედია, სასწავლო დაწესებულებები, სადაც ეს მეომრები სწავლობდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები.
პროექტის ფარგლებში განახლებული მონაცემები დღეს, 24 თებერვალს, ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნდა.
- გასულ ერთ თვეში სია 35 ათასი დაღუპულის სახელით შეივსო.
- 2026 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, დადგენილია 2025 წლის განმავლობაში დაღუპული 49 935 მეომრის ვინაობა. უმრავლესობა მოხალისე იყო.
- 2025 წელს გამოქვეყნებული ნეკროლოგების რაოდენობა 40%-ით აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.
კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის ოლქების მიხედვით, დანაკარგი ყველაზე დიდია ღარიბ რეგიონებში და რაც უფრო ღარიბია რეგიონი, მით უფრო მაღალია დაღუპულთა რიცხვი.
მაგალითად, რუსეთის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი ყველაზე დაბალი მოსკოვშია - 5 ყოველ 10 ათას მამაკაცზე, ეკონომიკური კეთილდღეობის დაბალი მაჩვენებლის მქონე ბურიატიის რესპუბლიკაში - 27, ხოლო ტუვაში - 33.
უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში დაასახელა უკრაინაში დაღუპული სამხედროების რიცხვი - 5937.
2026 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
დასავლეთის სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურების, ნატოს წარმომადგენლების და ანალიტიკური ცენტრების მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) დაახლოებით 1,2-1,3 მილიონია, ხოლო უკრაინის - 600 000-900 000.
ფორუმი