Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა. ნიუ-იორკი, 24 თებერვალი, 2026.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა. ნიუ-იორკი, 24 თებერვალი, 2026.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი რუსეთსა და უკრაინას შორის.

სამშაბათს ნიუ-იორკში იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავს ეძღვნება.

რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის საქართველომ.

12 წინააღმდეგი იყო. 51-მა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, თავი შეიკავა.

რუსეთისა და ბელარუსის გარდა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, კუბამ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ერიტრეამ, ირანმა, მალიმ, ნიკარაგუამ, ნიგერმა და სუდანმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG