„მგონი, ღიმილის მომგვრელია, რა მიზეზით მოხდა დასანქცირება, არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე რომ ამას სერიოზულად შეხედოს, არ ვიცი, რას შევადარო ის, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ განწყობებს აზიანებდნენ და ამის მიხედვით იქ იქმნებოდა ქაოსი...
ჩვენთვის მთავარია, ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, რატომ ხდება ეს, რას ემსახურება ეს სანქციები და ვის მიერ არის განხორციელებული“, - თქვა ყაველაშილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავშირებაც ე.წ. დიპ სტეიტს დაუკავშირა.
დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. განახლებულ სიაში მოხვდნენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ფორუმი