Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანთან ტრამპი მაინც დიპლომატიური გზით მოგვარებას ამჯობინებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კვლავ დიპლომატიურ მოგვარებას ამჯობინებს და იმედოვნებს, რომ ირანელები ამას სერიოზულად მოეკიდებიან 26 თებერვლისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

ვენსმა Fox News-ის გადაცემა America's Newsroom-ში თქვა, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპს სურს ამ მიზნის დიპლომატიური გზით მიღწევა, მაგრამ მას სხვა საშუალებებიც აქვს თავის განკარგულებაში.

აშშ-სა და ირანის დელეგაციები ხუთშაბათს, 26 თებერვალს, ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ. ეს მოლაპარაკებები არაპირდაპირ, ომანის შუამავლობით იმართება.

ვენსმა იმედი გამოთქვა, რომ ირანელები მოლაპარაკებებში სერიოზულად მოეკიდებიან იმას, რასაც ტრამპი გულისხმობს.

ვენსმა უარი განაცხადა იმის თქმაზე, სურს თუ არა აშშ-ს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი წავიდეს.
„ჩვენ ირანელებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს ვატარებთ და გონივრული შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ“, - თქვა ვენსმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG