Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან ახალ მოლაპარაკებას მოელის - აშშ ლიდერების ახალ შეხვედრამდე მიგვიყვანს

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი - ფოტო არქივიდან
ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი - ფოტო არქივიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კიევი მარტში ომის შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებას მოჰყვება ქვეყნების ლიდერების შეხვედრა.

„ჩვენ მოველით, რომ ეს შეხვედრა შექმნის შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე გადავიდეს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას“, - წერს ზელენსკი X-ზე.

„ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“.

ზელენსკიმ 25 თებერვალს ასევე თქვა, რომ უკრაინის დელეგაცია, რომელიც ომის გარშემო მოლაპარაკებებში არის ჩართული, 26 თებერვალს შეხვდება აშშ-ის ოფიციალურ პირებს და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე, მათ შორის „კეთილდღეობის პაკეტზე“ იმსჯელებს, რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG