უკრაინამ და რუსეთმა ცხედრების ახალი გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
„უკრაინას გადაეცა 1000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი. რუსეთს გადაეცა 35 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ცხედარი“, დაწერა მან ტელეგრამში.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ უკრაინაში დააბრუნეს „1000 ცხედარი (ნეშტი), რომლებიც, რუსული მხარის წინასწარი შეტყობინების თანახმად, შესაძლოა უკრაინელ დამცველებს ეკუთვნოდეთ“. ცხედრებს ექსპერტიზა და იდენტიფიკაცია ჩაუტარდებათ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ადრე ცხედრების გაცვლისას რუსეთმა კიევს არაუკრაინელების 20 ცხედარი გადასცა. როდესაც ჰკითხეს, როგორია ამაზე რუსეთის რეაქცია, მან უპასუხა: „არანაირად. ამბობენ, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს“.
ფორუმი