შიკორსკის თქმით, ამ ახალ წესრიგში ან ევროპა იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, ან რუსეთი. „ეს ომი განსაზღვრავს, ვინ იქნება - აშშ-თან და ჩინეთთან ერთად - ძალთა გლობალური ბალანსის მესამე საყრდენი“, თქვა მან.
მან სხვა ევროპელ პოლიტიკოსთა მსგავსად განაცხადა, რომ „საერთაშორისო წესრიგი თავის საფუძვლებში ირყევა“. ახლახან ამავე საკითხზე საუბრობდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„ძლიერი ევროპის კავშირის გარეშე ვერ იარსებებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო პოლონეთი,“ თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ან ვიქნებით ერთიანნი, ან უფრო მსხვილი ქვეყნები ჩაგვყლაპავენ“.
შიკორსკის თქმით, მოსკოვში „ახარებთ ანტიევროპული ისტერიის ყოველი გამოვლინება“.
ფორუმი