Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ირანში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე - "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი მესიჯი მარტივია „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.

ტრამპის თქმით, აშშ გაანადგურებს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობებს.

ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი მიმართავს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს, სამხედროებს - დაყარონ იარაღი და მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.

ტრამპი მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს", რომ მათი თავისუფლების დრო დადგა, აშშ მათ რეალურად უჭერს მხარს და დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში, რადგან „გარეთ გასვლა სახიფათოა“ - „ბომბები ჩამოცვივდება ყველგან“.

"თქვენი თავისუფლება ახლოს არის" - უთხრა დონალდ ტრამპმა მათ.

ტრამპი ადანაშაულებს ირანს ათობით ათასი საკუთარი მოქალაქის მკვლელობისთვის. იანვარში, როდესაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვა დაიწყეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა სიტყვებით - "დახმარება გზაშია!".

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს წარმოადგენს როგორც აშშ-ისთვის, ასევე სხვა ქვეყნებს.


დონალდ ტრამპის გამოსვლამდე, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 თებერვალს მან მიიტანა „პრევენციული დარტყმა“ ირანზე და ისრაელის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა - დარჩნენ დაცულ ზონებში.

თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია „საგანგებო და მყისიერი საგანგებო მდგომარეობა“.

პარალელურად გავრცელდა ცნობები აფეთქებების შესახებ თეირანში.

ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა რამდენიმე ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელისკენ რაკეტები გაუშვა და შეტევას ანტისაჰაერო სისტემები წარმატებით იგერიებს. თავდაცვის უწყება ისრაელში მყოფ ადამიანებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG