აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია.
"ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია" - წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth Social, ამ ინფორმაციის წყაროს დაკონკრეტების გარეშე.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ირანელი ხალხისთვის, რათა მათ თავიანთი ქვეყანა დაიბრუნონ" - დასძენს ტრამპი.
ირანი ჯერჯერობით არ ადასტურებს ხამენეის სიკვდილს.
ხამენეიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ირანი გადააქცია მნიშვნელოვან ანტი-ამერიკულ ძალად, ქვეყნის სამხედრო გავლენა განავრცო ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, და სასტიკი რეპრესიებით უპასუხებდა ქვეყნის შიგნით გაჩენილ საპროტესტო მოძრაობებს.
28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ირანის ხელმძღვანელობის შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილები.
თავდასხმებს, რომლებსაც, ორგანიზაცია "წითელი ნახევარმთვარის" მონაცემებით 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოჰყვა ირანის საპასუხო დარტყმები ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არმიის ობიექტებზე.
ფორუმი