Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან გაუქმდა ფრენები თელ-ავივის, დუბაისა და სხვა ქალაქების მიმართულებით

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენების ნაწილი გაუქმდა. ჯამში 20-ზე მეტი რეისი.

დღეს, 1 მარტს აღარ შესრულდება:

თბილისის აეროპორტიდან გაუქმდა შემდეგი რეისები:

  • 7 - თელ-ავივის;
  • 2 - შარჟას;
  • 3 - დუბაის;
  • 1 - აბუ-დაბის;
  • 3 - დოჰას;
  • 1 - კუვეითის.

ირანის დედაქალაქის, თეირანის მიმართულებით ფრენა ხვალ, 2 მარტს არის დაგეგმილი. თბილისის აეროპორტში ჯერ ვერ საუბრობენ ხვალინდელი ფრენების შესახებ, რადგან „ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურია, რომელიც შეიძლება სიტუაციის მიხედვით გაუქმდეს“.

  • ბათუმის აეროპორტიდან ოთხი რეისი სრულდებოდა ისრაელის მიმართულებით და ყველა გაუქმდა.

რა ხდება ირანში

  • 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადეს ისლამური რესპუბლიკის „ტერორისტული რეჟიმი" და მისი სამხედრო ობიექტები.
  • ოპერაციის პირველი დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.
  • აშშ-ისრაელის ოპერაციის პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.
  • ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
  • 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG