თავის ვებგვერდზე სარდლობა წერს, რომ სამსახურში “გაწვეულია დაახლოებით 20 ათასი რეზერვისტი", რომლებიც შეუერთდებიან შინაგანი ფრონტის ძალებს მთელ ქვეყანაში.
ირანზე აშშ-ის და ისრაელის საჰაერო იერიშების დაწყების საპასუხოდ, 28 თებერვალს ირანმა სამიზნეში ამოიღო ისრაელი.
ისრაელის არმიამ მოქალაქეებს განგაშის დროს დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ რაკეტებისა და დრონების გადატაცებაზე.
ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ რამდენიმე ადგილას რაკეტა სამიზნეს მოხვდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობებს ისრაელი არ ავრცელებს.
ფორუმი