Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISNA-ს ცნობით, ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელი ორგანოს - ირანის მმართველთა საბჭოს მესამე წევრი იქნება

ფოტო არქივიდან: ალირეზა არაფი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტი წევრი. 25 დეკემბერი, 2025 წელი
ფოტო არქივიდან: ალირეზა არაფი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტი წევრი. 25 დეკემბერი, 2025 წელი

Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტ წევრად ალირეზა არაფი აირჩიეს.

ირანის კონსტიტუციით, ეს არის სამწევრიანი ორგანო, რომელსაც უზენაესი მმართველის როლის შესრულება ევალება ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე.

ამ დროებით საბჭოში შედიან პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე და იურისტი.

იურისტი გუშაგთა 12-წევრიანი საბჭოს რიგებიდან ირჩევა.

არაფი მმართველთა საბჭოს წევრი იქნება პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსა და სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 28 თებერვალს თეირანში აშშ-ის და ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG