„ვდგავართ იმის წინაშე, რომ უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩერონ ძალადობის ეს სპირალი, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“, - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.
„სტაბილურობა და მშვიდობა არ შენდება ორმხრივი მუქარით ან იარაღით, რომელიც თესავს ნგრევას, ტკივილს და სიკვდილს, არამედ მხოლოდ გონივრული, გულწრფელი და პასუხისმგებლობიანი დიალოგით“, - განაცხადა რომის ეკლესიის აშშ-ში დაბადებულმა პირველმა პაპმა ყოველკვირეული “ანგელოზის ლოცვის” დროს.
„დაე, დიპლომატიამ დაიბრუნოს თავისი როლი და დაე, ხალხების კეთილდღეობას მოხმარდეს“, - დასძინა მან.
მსოფლიოს 1,4 მილიარდი კათოლიკეს მამამთავარმა ასევე მოუწოდა მხარეებს ავღანეთსა და პაკისტანში, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ დიალოგს.“
ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო არეალებში ბოლო დღეებში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა.
ფორუმი