Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპერაციაში აშშ-ის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თეირანზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 1 მარტი, 2026 წელი
თეირანზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 1 მარტი, 2026 წელი

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ პირველი განცხადება გააკეთა ირანის ოპერაციაში თავისი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, იტყობინება არმია. ოპერაციის მსვლელობისას, რომლის კოდური დასახელებაა “ეპიკური მრისხანება” (Epic Fury), კიდევ ხუთი მძიმედ დაიჭრა.

ისრაელის და აშშ-ის არმიებმა 28 თებერვლის დილით დაიწყეს ირანში სამხედრო, ასევე სამთავრობო ობიექტების დაბომბვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი გზავნილი მარტივია: „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს დაწყებულ იერიშს ირანზე „პრევენციული დარტყმა“ უწოდა.

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმების საპასუხოდ
წამოიწყეს ისრაელისთვის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის რაკეტების დაშენა.
თეირანში სამთავრობო ობიექტის დაბომბვისას სხვა პირებთან ერთად მოკლული იქნა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG