თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით ბერლინის აეროპორტზე დააყენა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა საჰაერო იერიშები მიიტანა ირანზე, რასაც სხვათა შორის, ემსხვერპლა ირანის უზენაესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი, და რის საპასუხოდ ირანმა დაარტყა აშშ-ის სამხედრო ბაზებს რეგიონში, ასევე ისრაელის ქალაქებს.
Flightradar24-ის ფრენის მეთვალყურეობის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ისრაელიდან 28 თებერვალს, შუადღისას გაფრინდა და წრე დაარტყა ხმელთაშუა ზღვის თავზე, სანამ საღამოს გერმანიაში დაფრინდებოდა.
სამთავრობო წყაროების ცნობით, რეისი ისრაელის მთავრობამ წინასწარ გაატარა რეგისტრაციაში. მათ დასძინეს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ისრაელის სახელმწიფო თვითმფრინავი, „სიონის ფრთა“, არის Boeing 767-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც საგანგებოდაა აღჭურვილი ოფიციალური სამთავრობო ვიზიტებისთვის.
ფორუმი