ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრო იუწყება ელექტროენერგიის მიწოდების სრულ გათიშვაზე და მომხდარის მიზეზების შესახებ გამოძიების დაწყებაზე. ელექტროენერგიის მიწოდების განახლების დრო ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სააგენტო INA ერთ-ერთი რეგიონის ენერგეტიკის დეპარტამენტის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება, გათიშვის მიზეზებს შორისაა ელექტროსადგურზე გაზის არასაკმარისი მიწოდება და რამდენჯერმე განხორციელებული დარტყმა ელექტროგადამცემ ხაზებზე.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა ირანის მხრიდან ერაყში, ერბილში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დარტყმის თაობაზე.
ისრაელმა და აშშ-მა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ამის პასუხად ირანმა დაიწყო დარტყმები არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოებზეც. კერძოდ, ირანის მეომრებმა იერიში მიიტანეს QatarEnergy-ის ტერმინალზე და Saudi Aramco-ის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე საუდის არაბეთში. QatarEnergy-მა თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა არა მხოლოდ გათხევადებული ბუნებრივი გაზის, არამედ სხვა პროდუქტების წარმოებაც - მათ შორის პოლომერისა და მეთანოლის.
ფორუმი