Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

საილუსტრაციო ფოტო)
საილუსტრაციო ფოტო)

ბელარუსმა 5 მარტს ათზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, რაც აშშ-ის ზეწოლის შედეგად ამ ქვეყნის ავტორიტარული მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტების გათავისუფლების ბოლო შემთხვევაა.

უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ლუკაშენკას 1100-ზე მეტი ოპონენტი კვლავ ციხეებში რჩება - ბევრი მათგანი 2020 წლის სადავო არჩევნების შემდეგ ძალადობრივი რეპრესიების დროს დააკავეს. ბელარუსში მაშინ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.

ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ხუთშაბათს 18 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთაგან 15-ს „ექსტრემიზმის“ მუხლით ჰქონდა განაჩენი გამოტანილი, ეს ბრალდებები ფართოდ გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

გათავისუფლებულთაგან 11 ქალი იყო, მათ შორის, ერთი ორსულობის ბოლო სტადიაში. ბოლო წლებში მინსკმა ასობით ადამიანი გაათავისუფლა. ამის სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა მას სანქციების შეზღუდული შემსუბუქება შესთავაზა.

ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს, მისი ტერიტორია 2022 წელს უკრაინაში შეჭრისთვის პლაცდარმად გამოიყენოს.

დასავლეთის სანქციები ბელარუსს დაუწესდა პროტესტის ჩახშობისა და უკრაინაში მოსკოვის ომის მხარდაჭერის გამო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG