"საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სახელით და პირადად ჩემი სახელით ირანელი ხალხის მიმართ უღრმეს მწუხარებას გამოვხატავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მრავალი უდანაშაულო მოქალაქის ცინიკური მკვლელობის გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა", - ოლისოვის ამ განცხადებას რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.
ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.
ფორუმი