Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისია "იმედის" და "პოს ტვ-ს" ობიექტურობას შეაფასებს

მოკლედ

  • კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აპირებს "მაღალი სამართლებრივი სტანდარტით" შეაფასოს ორი ქართული ტელეკომპანიის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული "იმედისა" და "პოს ტვ-ს" ობიექტურობა.
  • კომისია მათთვის დაკისრებულ სანქციებს "მაუწყებლებს შორის სამართლიანი კონკურენციის შემზღუდავ" გადაწყვეტილებად მიიჩნევს და თვლის, რომ ამით როგორც ჟურნალისტების საქმიანობა ფერხდება, ისე საფრთხე ექმნება მედიაპლურალიზმს და გამოხატვის თავისუფლებას.

"მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები.

რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს", - წერს მარეგულირებელი კომისია და იმედს იტოვებს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

ფორუმი

XS
SM
MD
LG