ამჯერად მარშის მონაწილეები სამოქალაქო თანხმობის მნიშვნელობასა და საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე ხაზის გასასმელად გამოვიდნენ ქუჩაში.
"ცეცხლი ოლიგარქიას", "გამარჯვება გარდაუვალია", "საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს"... - ისმის დემონსტრანტთა შეძახილები.
მსვლელობას ტრადიციულად წინ მიუძღვებიან პროევროპული აქციების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები პატიმრების ფოტოებით.
მარში „ძალა ერთობაშია“ ეწყობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე. დემონსტრანტებმა მსვლელობის დროს ნაწილობრივ გადაკეტეს რუსთაველი. მათ უკან მიჰყვება პოლიცია.
დღეს, 7 მარტს სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტიების ერთობა.
9 ოპოზიციური პარტია 2 მარტს შეთანხმდა ალიანსის შექმნაზე - რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.
ფორუმი