თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ „ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებით“ განადგურებულია ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მას შემდეგ, რაც ის თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
თურქეთის სამხედროთა თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები ქვეყნის სამხრე-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გაზიანტეპის დაუსახლებელ ნაწილში ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.
გასულ კვირაში თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდო ირანული რაკეტა, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შედიოდა.
„ნატომ კვლავ გადაიტაცა რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. ნატო მტკიცედ არის მზად, [ალიანსის] ყველა წევრი დაიცვას ნებისმიერი საფრთხისგან”, ნათქვამია ნატოს მიერ სოცქსელ X-ში 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფორუმი