Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი თითქმის 120 დოლარს გაუტოლდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2022 წლიდან

ნავთობის ფასი თითქმის 120 დოლარს გაუტოლდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2022 წლიდან, 2026 წლის 9 მარტი
ნავთობის ფასი თითქმის 120 დოლარს გაუტოლდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2022 წლიდან, 2026 წლის 9 მარტი

9 მარტს აზიის ვაჭრობის გახსნისას Brent-ის ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და იმ მომენტში მიაღწია ბარელზე 119.5 დოლარს - მაქსიმალურ მაჩვენებელს 2022 წლიდან.

ფასების მკვეთრი გზა უკავშირდება ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში - მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაცია დაიწყეს და შემდეგ თეირანმა რეგიონში ამერიკის ბაზებზე მიიტანა იერიშები. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად დაიხურა ჰორმუზის სრუტე - მარშრუტი, რომელსაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის.

Financial Times-ი წერს, რომ "დიდი შვიდეულის" (G7) სახელმწიფოები გეგმავენ განიხილონ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლების საკითხი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან (IEA) ერთად. წყაროთა ცნობით, საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს 300-400 მილიონ ბარელს.

ნავთობის საავარიო მარაგი შეიქმნა 1974 წელს, არაბული სანავთობო ემბარგოს შემდეგ - რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და დასავლეთში საწვავის დიდი დეფიციტი გამოიწვია. ეს მარაგები ნავთობის მსხვილ მომხმარებელ სახელმწიფოებს რეაგირების საშუალებას აძლევს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რყევებზე.

IEA-მა ბოლოს სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობი გამოათავისუფლა 2022 წელს, რათა წინააღმდეგობა გაეწია ფასების მკვეთრი ზრდისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფასების ზრდა არის "ძალიან მცირე საფასური აშშ-ის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის". ტრამპის სიტყვებით, ფასები სწრაფად დაიკლებს, როცა აღმოიფხვრება ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG