ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
აშშ-ის მიერ სანქცირებულია რუსული ნავთობიც. 9 მარტს აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
- მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეფერხდა.
- 9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.
- 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თუ ირანი მიმართავს ქმედებებს, რომელთა გამოც ჰორმუზის სრუტით ნავთობის ნაკადი შეჩერდება, აშშ ირანს ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს.
დღეს, 10 მარტს აზიის ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი ას დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა და დაახლოებით 92 აშშ დოლარი შეადგინა. ბაზარს ეს რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება.
- ირანის წინააღმდეგ 28 თებერვლიდან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დაძაბული სიტუაციის შესამსუბუქებლად, ჯერ კიდევ 6 მარტს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 30 დღით მოუხსნა რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა. საუბარია უკვე ტანკერებზე ჩატვირთულ ნავთობზე.
- აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 6 მარტს, ტელეარხ Fox Business-თან ინტერვიუში არ გამორიცხა სანქციების შესუსტება ასეულობით მილიონი ბარელი რუსული ნავთობით უკვე დატვირთული ტანკერებისთვის.
- უკრაინა დიდი ხანია ითხოვს რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რათა რუსეთს გადაკეტილი ჰქონდეს ომის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო.
ფორუმი