Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 15 გაუქმებული ავიარეისი ახლო აღმოსავლეთიდან - რა ვითარებაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რეგიონიდან თბილისსა და ბათუმში ფრენების უმეტესობა კვლავ გაუქმებულია.

კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიდან შესრულდა 5 რეისი (ღამის რეისები არ სრულდება). აბუ-დაბისა და შარჯის რეისები ამ ეტაპზე კვლავ გაუქმებულია.

დღეს, 10 მარტს, თბილისის აეროპორტში გაუქმდა რეისები შემდეგი ქალაქებიდან:

  • თელ-ავივი (4)
  • თეირანი (2)
  • შარჯა (2)
  • ქუვეითი (2)
  • აბუ-დაბი (1)
  • დოჰა (1)
  • დუბაი (1).

ორი რეისი გაუქმდა დღეს თელ-ავივიდან ბათუმში.

ამასთან, თბილისიდან თელ-ავივში სრულდება საევაკუაციო ფრენები, რომლებითაც ისრაელის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში ბრუნდებიან. 10 მარტს სამი ასეთი რეისია დაგეგმილი.

28 თებერვლის შემდეგ, როცა დაიწყო აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ათეულობით ფრენა გაუქმდა.

აშშ და ისრაელი სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG