Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო ტელევიზია უზენაესი მმართველის განცხადებას აქვეყნებს

ირანის ახალი, რიგით მესამე უზენაესი მმართველი მოჯთაბა ხამენეი
ირანის ახალი, რიგით მესამე უზენაესი მმართველი მოჯთაბა ხამენეი

ირანის ახალმა უზენაესმა მმართველმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს განაცხადა,რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი უნდა დარჩეს, როგორც ზეწოლის საშუალება.

მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის პირველ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით ქალმა დიქტორმა წაიკითხა, მოჯთაბა ხამენეი ამბობს, რომ უნდა დაიკეტოს აშშ-ის ყველა ბაზა რეგიონში, რადგან მათზე თავდასხმები განხორციელდება.

ირანის უზენაესი ლიდერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ შურისძიება პრიორიტეტულია, სანამ ის „სრულად არ იქნება მიღწეული“. მან განცხადებაში ხალხს ერთობისა და „ალ-ყუდსის“ დღის - პალესტინელების მიმართ სოლიდარობის დღის - აღნიშვნისკენ მოუწოდა.

აიათოლა ალი ხამენეის მეორე ვაჟი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის „ექსპერტთა ასამბლეამ" ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს აირჩია.

12 მარტს იტალიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ესმაილ ბაღაისთან.

გამოცემის ერთ-ერთ შეკითხვას, როგორ არის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, ბაღაიმ უპასუხა, რომ ის დაჭრილია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არ იცის, როდის იქნება მოჯთაბა ხამენეის პირველი სიტყვით გამოსვლა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG