Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტანკერები ჰორმუზის სრუტეში „ნელ-ნელა ამოძრავდნენ“, აცხადებს თეთრი სახლი

კევინ ჰესეტი, თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი
კევინ ჰესეტი, თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი

ნავთობის ტანკერები ჰორმუზის სრუტეში ნელ-ნელა ამოძრავდნენ და ირანის ქმედებები, ამ საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეეჩერებინა, აშშ-ს ეკონომიკას ვერ ვნებს, განუცხადა 17 მარტს თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა კევინ ჰესეტმა CNBC-ს.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ ომი კვირებში უნდა დასრულდეს და არა თვეებში.

„უკვე ხედავთ, რომ ტანკერები სრუტეში ნელ-ნელა ამოძრავდნენ და ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რამდენად ცოტა შეუძლია ირანს“, - თქვა მან.

„ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს მალე დასრულდება და შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფასებზე გავლენა იქნება მას მერე, რაც გემები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მიაღწევენ“.

ჰესეტის თქმით, არსებობს შეშფოთება, რომ აზია აშშ-ში იმდენი რაფინირებული ნავთობის ექსპორტი ვეღარ განახორციელოს, რათა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შემცირება აინაზღაუროს.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ ისინი შესაძლოა ექსპორტს ამცირებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ საკმარისი მარაგი აქვთ საკუთარი თავისთვის. და ჩვენ ამისთვის გეგმა გვაქვს“, - თქვა მან.

ორშაბათს ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა გადადო, რათა ირანში ომზე კონცენტრაცია არ შეესუსტებინა.

ჰესეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებები ირანში ჩინეთის ინტერესებში შედის.

„ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყნის მიზნები ემთხვევა ერთმანეთს, რომ ჩვენ გვინდა, მოგეხსენებათ, სტაბილური მსოფლიო ნავთობის ბაზარი“, - თქვა მან. - „როდესაც ეს ომი დასრულდება, რაც მალე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ისინი შეიკრიბებიან და ბევრი რამ ექნებათ სასაუბრო და, იმედია, ჩინელები მადლიერებას გამოხატავენ“.



ფორუმი

XS
SM
MD
LG