Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაკრძალეს პატრიარქი ფილარეტი

პატრიარქ ფილარეტის პანაშვიდი, კიევი, 2026 წლის 20 მარტი
პატრიარქ ფილარეტის პანაშვიდი, კიევი, 2026 წლის 20 მარტი

კიევში გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) საპატიო პატრიარქის, ფილარეტის დაკრძალვის ცერემონია.

პატრიარქი, მისი სურვილის თანახმად, დაკრძალეს წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში.

პატრიარქ ფილარეტთან გამომშვიდობების ცერემონია 22 მარტს, დილით დაიწყო წმინდა მიხეილის ოქროს გუმბათოვან მონასტერში. ამის შემდეგ სამგლოვიარო პროცესიამ პატრიარქის ცხედარი წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში გადაასვენა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, გადასვენების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ათასობით სასულიერო და საერო პირმა.

პატრიარქი ფილარეტი (ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო) 1929 წლის 23 იანვარს დაიბადა.

1995 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას(კიევის საპატრიარქო).

ფილარეტმა უკრაინის ეკლესიისთვის ფართო ავტონომია მოიპოვა - დაარსდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და თავად გახდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. თუმცა, ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში დარჩა.

1991 წელს, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია გაიხლიჩა. ფილარეტი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულ დამოუკიდებლობას (ავტოკეფალიას) ემხრობოდა, მოსკოვთან ერთიანობის მომხრეებმა მიტროპოლიტობიდან გადააყენეს. მან მხარდამჭერებთან ერთად დააარსა ახალი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო).

1995 წლიდან მას, როგორც პატრიარქი, ფილარეტი ხელმძღვანელობდა. ეს ეკლესია კანონიკურად არ აღიარა მსოფლიოს არცერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაგრამ უკრაინაში მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

2013-14 ფილარეტმა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციის დასაცავად კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მან საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება.

2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ. კიევის საპატრიარქო) არამედ ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას(ПЦУ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც (კიევის საპატრიარქო).

ახალი ეკლესიის წინამძღვრად ეპიფანე აირჩიეს. ფილარეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და განაცხადა, რომ УПЦ(კიევის საპატრიარქო) არსებობას გააგრძელებდა. იურიდიულად ეს საეკლესიო სტრუქტურა ლიკვიდირებულად გამოცხადდა.

2018 წლის დეკემბერში უკრაინის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ПЦУ) ფილარეტი თავის საპატიო პატრიარქად გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG