ხანძრის შედეგად ავტომანქანებში ბალონები აფეთქდა. ჩაიმსხვრა მეზობლად მდებარე სახლის ფანჯრები. ხანძრის და აფეთქების გამო არავინ დაშავებულა.
პოლიცია მომხდარს იძიებს როგორც ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ებრაული ორგანიზაციის ავტომანქანების დაწვას უწოდა „შოკისმომგვრელი ანტისემიტური შეტევა“ და განაცხადა, რომ ბრიტანულ საზოგადოებაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის.
სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ებრაული თემის მოხალისეთა არაკომერციული ორგანიზაცია Hatzola-ს საკუთრება იყო.
ორგანიზაციის საიტის თანახმად, ის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უფასოდ უწევს ჩრდილოეთ ლონდონის მცხოვრებთ. Hatzola ლონდონის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან თანამშრომლობს.
ლონდონის მთავარმა რაბინმა ეფრაიმ მირვისმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ერთადერთი მისიაა როგორც ებრაელების, ისე არაებრელების სიცოცხლის დაცვა.
ფორუმი