ამერიკული კოსმოსური ხომალდის, Orion-ის მისიამ, Artemis II-მა მთვარისკენ თავისი გაფრენის ფარგლებში რეკორდი დაამყარა - ის დედამიწიდან აღმოჩნდა უფრო შორს, ვიდრე რომელიმე ადამიანი ისტორიაში. ამით დაიძლია ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის წინ Apollo 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი. ამ ცნობას ავრცელებს NASA.
Apollo-ს რეკორდი დედამიწიდან 248,655 მილს (400,171 კმ.) შეადგენდა. Artemis II-მა ამ ნიშნულს აღმოსავლეთის დროით 13:56 საათზე გადააჭარბა
მოსალოდნელია, რომ Artemis II დედამიწიდან დაახლოებით 252,760 მილის (406,777 კმ.) მანძილს მიაღწევს, რაც 4,105 მილით მეტია Apollo 13-ის მაჩვენებელზე.
ფორუმი