„რუსო მონავ, მოღალატევ და გამყიდველო! რუსო აგენტო! ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების გამყიდველო!“ - ამ სიტყვებით მიმ
ართავდა მეყანწიშვილი დავითულიანს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
„გავიგე, ახლა მიბრუნდი. იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ“, - უთხრა პოლიტიკოსმა დემონსტრანტს და ზურგი აქცია.
მეყანწიშვილი კვლავ აგრძელებდა პოლიტიკოსთან კომუნიკაციას, რასაც დავითულიანი ხმის აწევით პასუხობდა.
„გავიგე, გაბრძანდი! გაიწიე! მერე, მერე... ვაიმე, გული მისკდება ამას რომ მეუბნები“, - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დემონსტრანტს, ხელი ჩაავლო და მოიშორა.
ამის შემდეგ დავითულიანი თანმხლებმა პირებმა გაიყვანეს.
რა ხდება 9 აპრილის მემორიალთან
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
პარლამენტის წინ, მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს. მათ სურდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების ერთ მხარეს გადაყვანა შეძლო.
მემორიალთან მივიდნენ:
- პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი;
- პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
- საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
- თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
- სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში - თეა ახვლედიანი;
- პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი;
- „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
„მონებო“, „რუსებო“, - ისმოდა შეძახილები მათი გამოჩენის დროს.
გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.
ფორუმი