Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა მორიგ ჯერზე გაცვალეს დაღუპული სამხედროების ცხედრები

ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის, 2026 წლის 9 აპრილი
ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის, 2026 წლის 9 აპრილი

უკრაინამ და რუსეთმა 9 აპრილს მორიგ ჯერზე ჩაატარეს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის ოპერაცია.

ომის ტყვეთა საკითხების უკრაინის საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ კიევს დაუბრუნდა 1000 დაღუპულის ცხედრები.

შტაბში დასძენენ, რომ ახლა უკრაინელი გამომძიებლები ყველა საჭირო ექსპერტიზას ჩაატარებენ გადასვენებულთა ამოსაცნობად, რის შემდეგაც ცხედრები ოჯახებს გადაეცემა დასაკრძალად.

საკოორდინაციო შტაბი არ აზუსტებს კიევმა რამდენი ცხედარი გადასცა მოსკოვს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დღეს უფრო ადრე რუსეთში 41 ჯარისკაცის ცხედრების დაბრუნებაზე იუწყებოდნენ.

წინა ჯერზე უკრაინასა და რუსეთს შორის ცხედრების გაცვლის ოპერაცია 2026 წლის 26 თებერვალს ჩატარდა. უკრაინას მაშინ გადაეცა 1000 ცხედარი, რუსეთს - 35.


ფორუმი

XS
SM
MD
LG